22:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 20:45:42, 1609 ნახვა

მსოფლიო
საავტომობილო ქარხნების, „ბელაზისა“ და „მაზის“ მუშები ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოვიდნენ

ბელორუსის საავტომობილო ქარხნების ათასობით თანამშრომელმა მუშაობა შეწყვიტა და აქციის მონაწილეებს მარშით შეუერთდა.

ცნობილი კონცერნების „ბელაზის“, „მაზისა“ და სხვა საწარმოების თანამშრომლებმა მოქმედი პრეზიდენტის, ალექს ლუკაშენკოს წინააღმდეგ გაფიცვა გამოაცხადეს.

მუშებმა ქარხნები მიატოვეს  და ქალაქის ცენტრალური გასასვლელებისკენ გაემართნენ, სადაც სკანდირებდნენ - „წადი, გაუმარჯოს ბელორუსს“.

მუშათა აქციის მხარდასაჭერად, ქალაქ ჟოდინოს მცხოვრებლებიც გამოვიდნენ, ისინი მუშებს შეძახილებით - „მადლობა ბელაზ“ შეხვდნენ.

საპროტესტო აქცია, როგორც ქალაქ ჟოდინოში, ასევე სხვა საწარმოო ქალაქებში ამ წუთებშიც გრძელდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics