|
2020-08-09 12:06:14, 1390 ნახვა
რეგიონი
დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. კურსი მოიცავდა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნეიროქირურგიის და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულმა ტრენერმა, კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა ჩაატარა, შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებისაგან, ასევე ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას და პრომეთეს, ასევე მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებსთვის გამართული ტრენინგების ფარგლებში, სულ, 60 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლების მიზანია დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის და მოვალეობების წარმატებით შესრულებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)