18:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 13:32:16, 2617 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერი დაბლოკა

 „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „საქართველოში 300-მდე ტურისტია ჩამოსული“.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიტვიდან და ესტონეთიდან. ლიეტუვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ დაიბლოკა სხვა ჩარტერებიც“, - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა არარაციონალური, არამეცნიერული და მავნებლური გადაწყვეტილებაა.

„ეს ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას და ელოდნენ ამ ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების აღდგენას მთავრობა კი მათ ეუბნება, რომ შანსიც არ აქვთ“, - აღნიშნა კანდელაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics