|
2020-08-08 12:19:44, 2648 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას: ომი საქართველოს არ დაუწყია - ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია!
„რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია! - ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. „ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი გმირების საფლავების პატივის მიგება 7 აგვისტოს დაიწყეს და ამბობენ, ამისი 8 აგვისტოს გაკეთება რუსული ნარატივიაო. არავითარი არგუმენტი საპასუხოდ, პირველ რიგში მხოლოდ ფაქტი - ისევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც მათ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირეს: რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო; მე-5 პუნქტში ეს საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს; მე-6 პუნქტში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად მოიხსენიეს...ამ რეზოლუციას მხარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ!.. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც ჩვენი უდანაშაულო თანამემამულეები და გმირი ჯარისკაცები შეიწირა. ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება! ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში იცხოვრებენ! დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით ვაწარმოებთ, ამ შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს! საქართველო არასდროს დანებდება, ოკუპაციას არ შეეგუება!", - წერს მამუკა მდინარაძე.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)