|
2020-08-01 11:20:27, 5291 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დაბის ქუჩების კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში ეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდება გარე განათება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და ეზოების კეთილმოწყობა. აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული გზით ხულოს მუნიციპალიტეტი უკავშირდება სხალთის ხეობას, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)