17:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 19:33:46, 3009 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ავტომობილები გადაეცა

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა. მინისტრმა თანამშრომლებს  ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და  იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად მიულოცა.

ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და  აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა  მედპერსონალს მათ მიერ გაწეული სამსახურისა და პროფესიული თავდადებისთვის.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics