20:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 01:40:46, 4936 ნახვა

მსოფლიო
მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. როგორც სააგენტო „ბელტა“ იუწყება, დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მინსკში წუხელ დაკავებულ „უცხოელ მებრძოლთა“ დიდი ნაწილი, 20 კაცი, უკრაინაში მოქმედი ცნობილი არასამთავრობო ცენტრის, „მშვიდობისმყოფელის“ ("Миротворец“), მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს.

ამ 20 კაციდან 5 მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

დაკავებულთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა - ძირითადად დონეცკიდან და ლუგანსკიდან და, ასევე, სავარაუდოდ, ოდესიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ცენტრ „მშვიდობისმყოფელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომან ზაიცევმა.

ვაგნერი, ოფიციალურად, კერძო რუსული სამხედრო კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მზარეულად ცნობილ, ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ვაგნერის მებრძოლები ამ დროისთვის რამდენიმე კონფლიქტურ ზონაში იმყოფებიან, მათ შორის სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics