|
2020-07-29 11:21:48, 1971 ნახვა
საზოგადოება
ხარისხიანი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგები გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, როგორიცაა ქვეყანაში ხორბლის, როგორც სტრატეგიული კულტურის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, რაოდენობის ზრდა და მისი განვითარების ყველა ფაზაზე ხორბლის ჯიშის შერჩევა მოსავლის აღება-დაბინავებამდე. ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას მოიცავს და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)