|
2020-07-27 12:35:56, 2122 ნახვა
საზოგადოება
ლილოს, დეზერტირების, ნავთლუღის, დიდუბის და ვარკეთილის ბაზრობები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, თბილისის ბაზრობებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ლილოს, ელიავას, დეზერტირების, ნავთლუღის, დიდუბის, გლდანის, ვარკეთილისა და დიღმის ბაზრობები დაჯარიმდნენ. მისივე თქმით, დღეიდან ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. „შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახური. პირველ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლებაზე, 20 ათასზე მეტი ადამიანის მიმართ განხორციელდა სკრინინგი. მიუხედავად მათთან მუშაობისა, გარკვეულ ბიზნესობიექტებთან ფიქსირდებოდა ხარვეზები და იძულებულნი გავხდით, გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი. ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესობიექტი, დეზერტირების ტერიტორიაზე -1 , ნავთლუღში 2, დიდუბეში - 3, ვარკეთილში -1“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულ პირებს კორონავირუსის გამო სკრინინგი უტარდებათ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)