|
2020-07-27 12:05:18, 2374 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სარეპატრიაციო რეისი განხორციელდება
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. ხვალ, 28 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ( მოფრენა - 15:10 საათზე, გაფრენა 0 15:40 საათზე). სარეპატრიაციო რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ორივე მიმართულებით ყველა ბილეთია გაყიდულია. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://travel.gov.gr/. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)