20:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 20:46:23, 4457 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ღომას და საყენდრიას მთებში მოიალაღეებს შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედა შუახევის მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში გამართა.

შეხვდა უჩამბის, ცინარეთის, წაბლანის სეზონურად მაცხოვრებლებს და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ მიულოცა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ესაუბრა. მოიალაღეებს ტკბილეული, პატარებს საჩუქრად ბურთები მიუტანა და მოულოდნელი სტუმრობით გაახარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. მოიალაღეებს, სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით.

,,ძალიან საჭიროა ასეთი ტიპის შეხვედრები. ეს უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას ჩვენი გეგმები გავაცნოთ მოსახლეობას და მოვისმინოთ ასევე მათი საჭიროებები. შევუქმნათ კარგი პირობები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, ავითვსოთ მთის რესურსები და გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტული თვალსაზრისით, რათა მთამ შეინარჩუნოს ძველი ტრადიციები და ჰყავდეს მეტი სტუმარი, განვითარდეს სამთო ტურიზმი“ , - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics