|
2020-07-23 19:08:32, 2713 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - პოლიცია უმოქმედოდ იყო, თამუნას მანქანა სადაც აღმოაჩინეს, იქ არც მიუვალი და არც გადამალული ადგილი იყო
„პოლიცია უმოქმედოდ იყო, თამუნას მანქანა სადაც აღმოაჩინეს, იქ არც მიუვალი ადგილი და არც გადამალული ადგილი იყო, რომ გოგონა ვერ გვეპოვნა“ , - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა და ძალიან ბევრი კითხვები აქვთ გამოძიებასთან „თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ისეთი კითხვებია, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას, ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით მაგ გზაზე. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა, რომელიც არის გაშლილ, ტრიალ მინდორზე და იწყება მერე ტყე. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ვკითხეთ, შემთხვევით რამე ხომ არ გინახავთ, ვეძებთ გოგონას. მწყემსებმა ხელები გაასავსავეს. არ იყო მიუვალ ადგილას, არ იყო გადამალულ ადგილას, რომ მანქანის დაფიქსირება ვერ მოხერხებულიყო“ , - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)