01:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 15:18:29, 3917 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ექსპერტები გასცემენ პასუხს, ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს რაიმე დაზიანება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც 23 წლის გოგონა იპოვეს, იყო ისეთი მედიკამენტები, რომელსაც შესაძლოა ნებისმიერი პირი იყენებდეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ექსპერტები გასცემენ პასუხს, ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს რაიმე დაზიანება.

„ოჯახის პოზიცია იგივეა და ელოდებიან ობიექტურ გამოძიებას.

ექსპერტები გასცემენ პასუხს, თუ არის რაიმე დაზიანება. მაგრამ დაზიანების გარეშეც შეიძლება ადამიანი მოკლული იყოს და თვითმკვლელობამდე მიყვანაც არ ნიშნავს იმას, რომ ადმიანი არ შეიძლება იყოს მოკლული.

სხვადასხვა მედიკამენტები იყო, რომლებსაც შეიძლება ყველა ადამიანი იყენებდეს, დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოტროპული რომ არ იყო ეს ზუსტად ვიცი“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics