20:22 - 30 Jul, 2026
|
2020-07-22 21:34:06, 2320 ნახვა
საზოგადოება
ჩეჩნეთის სამუფტო სამმართველომ აშშ ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა
რამზან კადიროვისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ ჩეჩნეთის სამუფტო სამმართველომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. როგორც ჩეჩნეთის სამუფთო აცხადებს, კადიროვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)