|
2020-07-22 15:34:59, 4015 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუნელებია, რომ ოქრუაშვილის გამოშვება აიძულეს
„ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვერ მოუნელებია ბიძინა ივანიშვილს, რომ აიძულეს მისი გამოშვება და დარდით ეღვიძება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის „ბოლო გაფაფხურება“ „ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვერ მოუნელებია ბიძინა ივანიშვილს, რომ აიძულეს მისი გამოშვება და რამდენჯერაც გაეღვიძება, როგორც ჩანს, დარდით ეღვიძება და დაავალა სასამართლოს, რომ ეს პროცესები დაიწყოს. ესაა ბოლო გაფაფხურება“, - განაცხადა გოცირიძემ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ცნობისთვის, რომ ოქრუაშვილსა და ადეიშვილს აღნიშნულ საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი სსსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)