|
2020-07-22 13:13:38, 7203 ნახვა
სამხედრო
მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტების დამსაქმებლებს უმასპინძლეს
თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას პირველად დაესწრნენ მათი დამსაქმებლები საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებსაც სამხედრო ქვედანაყოფში თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. თელავში იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანიც. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. მათ საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, მართვის ცენტრი მოინახულეს და იმ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაეცნენ, რასაც 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. ღონისძიებაზე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებიც იმყოფებოდნენ. დასასრულს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა და ბრიგადის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)