14:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 12:52:44, 18557 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, არა ბატონებო, არ დაგვიმარცხებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, თუმცა საყურადღებოა.

მისი თქმით, მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, თუმცა მისი დამარცხება მხოლოდ გლობალურადაა შესაძლებელი.

„დღეს გახლავთ 24 შემთხვევა. პანიკის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ეს არის ფრიად საყურადღებო. ეს გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ შემსუბუქების პოლიტიკას და ყველა ქვეყანაში ასე გახლდათ, მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იმატოს. მთავარია ეს მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულად მართვადი, ამიტომ მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთან მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი. არა ბატონებო, ჩვენ არ დაგვიმარცხებია, კორონავირუსული პანდემიის დამარცხება მოხდება მხოლოდ ერთიანად, გლობალურად. ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში. კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან ერთად.

განსაკუთრებულად ცხელი წერტილი დღეს ჩვენ გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლება, სადაც სამი სოფელი შედის: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია. აქედან ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, ერთად აღებული 34. დღევანდელი 24 შემთხვევიდან 10 სწორედ ამ კლასტერიდან გახლავთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics