20:21 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 11:07:47, 1584 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 645 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის ზედა მონაკვეთზე კი ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მახალდიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 50 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აქ იყო ძალიან დაზიანებული ქვაფენილი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ადგილობრივები დღეს უკვე სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 118 365 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics