22:19 - 30 Jul, 2026
|
2020-07-18 12:28:41, 2527 ნახვა
საზოგადოება
სუს-ი - ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ ცხელი ხაზით კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. „სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი. ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი“, - აცხადებენ სუს-ში. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)