|
2015-09-03 13:06:23, 630 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავსადგომი გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერთან და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმში ნავმისადგომი გახსნა და ზღვაში საპატრულო კატარღა P-103-ით გავიდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ ჰორნერი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებოდნენ. „ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა აშშ-ის დაფინანსებით ორი წელი გრძელდებოდა. პროექტის ღირებულებაა 14 მილიონი დოლარი. ნავმისადგომში ერთდროულად 15 მცურავი საშუალების გაჩერება იქნება შესაძლებელი. ახალი ნავმისადგომის ამუშავებით, ბათუმში მდებარე საქართველოს სანაპირო დაცვის დღევანდელი ბაზა სანაპირო დაცვის ოპერაციებისათვის საკვანძო ნავსაყუდელი გახდება. ნავმისადგომი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სანაპირო დაცვის რეაგირების უნარს და სანაპირო წყლებში საზღვაო საფრთხეების დროულად აღკვეთას შეუწყობს ხელს. ნავმისადგომი საქართველოს სანაპირო დაცვას შესაძლებლობას მისცემს, სათანადო ტექნიკური მომსახურება გაუწიოს თავის კატარღებსა და ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ახალი ნავმისადგომი საიმედო პორტი გახდება მეზობელი პარტნიორი ქვეყნების გემებისთვისაც, რათა ისინი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში სტუმრობისას ამ ნავმისადგომში გაჩერდნენ. ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა ხაზს უსვამს უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აშშ და საქართველო მცურავი საშუალებების მოდერნიზაციითა და პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ერთობლივად იცავენ საზღვაო უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)