07:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 13:18:57, 1612 ნახვა

სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემა ჩაკეტილია გამოცდილი კადრებისთვის და ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოში არსებულ ნეპოტიზმის ნიშნებზე საუბრობს.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა ჩაკეტილია გამოცდილი კადრებისთვის და ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის.

„სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის.  გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ძალაუფლება დგას არა მხოლოდ უშუალოდ ე.წ. კლანის მოსამართლეებზე, არამედ სასამართლო სისტემის იმ მოხელეებზეც, რომლებიც მათი ნათესავები, მეგობრები ან სხვაგვარად დაკავშირებული პირები არიან.

ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას, ხოლო სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ართმევს. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა მთლიანად სასამართლო სისტემის მუშაობის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობაზე მიუთითებს ჩემ მიერ შესწავლილი შემთხვევები. ის მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტებისა, რომელიც სასამართლო სისტემაში გავრცელებულ ნეპოტიზმზე მიანიშნებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics