|
2020-07-08 11:32:58, 1918 ნახვა
საზოგადოება
კალაძე აბიტურიენტებს: რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, იცოდეთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის
თბილისის მერმა, კახა კალაძემ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია. „მინდა, მივმართო ყველა აბიტურიენტს, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის კეთდება. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)