08:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 15:22:23, 2269 ნახვა

სამართალი
ბორცვაძე - იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პოლიციელის პატაკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა.

მისი თქმით, ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა ჩაატაროს ისე საგამოძიებო მოქმედება , რომ ნივთმტკიცება არ განადგურდეს.

„ეს არის ვარაუდი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი, ვარაუდობს, რომ, თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს.  გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები, რომლებიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics