13:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 17:19:21, 609 ნახვა

საზოგადოება
ბონში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მიმდინარეობს

გერმანიაში, ქალაქ ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კონფერენციის ფარგლებში Ad Hoc სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას იღებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თეიმურაზ მურღულია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას 190-ზე მეტი კონვენციის მხარე ქვეყნის დელეგაცია ესწრება.

Ad Hoc სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც იგეგმება 2015 წლის ბოლოს ქ. პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე შეხვედრაზე (COP 21).

საქართველოს, როგორც კონვენციის მხარეს, დიდი ინტერესი აქვს შეხვედრაზე განხილულ საკვანძო საკითხთან, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებაში განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტატუსების განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, ჩართულია გამართულ მოლაპარაკებებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics