07:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 14:11:21, 3905 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველომ დაამტკიცა, რომ მზადაა, გააძლიეროს დემოკრატია და ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები

"დღევანდელი გადაწყვეტილებით  საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
"საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო  საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენს მიერ დაწყებული დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაა, რომლითაც  საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ, რომ მზად ვართ გავაძლიეროთ დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩავატაროთ კიდევ ერთი თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს და დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, ხოლო გაწეული ძალისხმევისთვის-ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, დღეიდან, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics