|
2020-06-26 18:36:58, 2023 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ქვეყნაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია
ქვეყნაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, იმის თქმა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა წლიდან წლამდე, არის ტყუილი. „2017, 2018 და 2019 წლებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. 2019 წელს, ამ რეფორმებმა შედეგი გამოიღო და გვქონდა ეკონომიკის ჯანსაღი ზრდა. სიღარიბე მცირდებოდა და მცირდება ბოლო ათი წელია. არის დაძლეული? არ არის დაძლეული. უმუშევრობა მცირდება, მაგრამ არის იმ ნიშნულზე, რაც განვითარებულ ქვეყანას და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას სჭირდება? არა, მაგრამ შემცირების ტენდენცია იყო ძალიან კარგი. თქვენ შეიძლება დიდი ზრდა გქონდეთ და ერთ წელს მნიშვნელოვნად შეამციროთ უმუშევრობა, მაგრამ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ გაქვთ რეკორდულად მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ეს შემცირება ვერ იქნება მდგრადი. მაგრამ როცა ყველა პარამეტრით გაუმჯობესებაა, ეს ამავდროულად აისახება სოციალურ მიმართულებაზეც, არასაკმარისად, მაგრამ აისახება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია 2018- 2019 წლების მაჩვენებლები და განვითარების ამ პარამეტრებზე დაბრუნება, - განაცხადა ივანე მაჭვარიანმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)