17:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 10:53:54, 512 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოში სამხედრო ცენტრის გახსნას ნატო-ს პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად განვიხილავთ

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მსგავსი სამხედრო ცენტრის გახსნა რეგიონში უსაფრთხოებისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი გახდება.

"ამ ნაბიჯს განვიხილავთ როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ, ბლოკის პარტნიორი ქვეყნების რესურსების გამოყენებით. საქართველოში ნატო-ს ასეთი სამხედრო ობიექტის განთავსება რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი გახდება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

როგორც ფედერაციის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთი თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics