15:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 11:46:06, 5062 ნახვა

მსოფლიო
ჰააგაში, კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა

ჰააგის პოლიციამ, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციაზე 400-მდე დემონსტრანტი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეები ქვეყანაში დაწესებული სოციალური დისტანცირების შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ.

ადამიანების დაკავება პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას მოჰყვა, რომლებიც აქტივისტებს ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ჰააგის მერის, იოჰან რემკესის განცხადებით, „აქციას არაფერი ჰქონია საერთო პროტესტთან  ან სიტყვის თავისუფლებასთან. ეს ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“.

ჰააგის პოლიციის განცხადებით, დაკავებულ დემონსტრანტთა დიდი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics