|
2020-06-22 11:17:47, 1414 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის პარლამენტარი - საქართველოს საბაჟოზე სისტემატიურად ფიქსირდება კორუფციის ფაქტები
თურქეთის პარლამენტის დეპუტატის, აჰმედ კაიას განცხადებით, საქართველოს საბაჟოზე სისტემატიურად ფიქსირდება კორუფციის ფაქტები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ თურქული სატვირთო მანქანების მძღოლებს საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ მანამ, სანამ ისინი არ გადაიხდიან დიდძალ თანხებს. ამასთან, 16 ივნისს კაიამ გამართა სპეციალური ბრიფინგი, რათა შეეტყობინებინა კორუფციის ფაქტების შესახებ საქართველოს საბაჟოზე. მან მოითხოვა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გაარკვიოს აღნიშნული საკითხი. ,,რა მოხდება, თუ არ გადაიხდიან? მანქანები გადაჰყავთ ,,წითელ ზონაში", სადაც ის 10-15 დღის განმავლობაში, თითქოსდა შემოწმების მიხნით ჰყავთ გაჩერებული. იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდიან 1-2 ათას დოლარს, მძღოლებს შეუფერხებლად უშვებენ" - განაცხადა კაიამ. პოლიტიკოსი არ შემოიფარგლა მხოლოდ ბრიფინგით, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს საბაჟო, ,,კონტრაბანდისტებს" შეადარა. ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟოზე ქრთამს ითხოვენ სატვირთო მანქანების მძღოლებისგან, რომლებიც საქართველოში ტრანზიტულად შედიან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)