01:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 14:16:57, 1363 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- პირველად გვეძლევა შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება

„25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი განმარტებით, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა პრაქტიკულად წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რასაც წარმოშობდა სრულად  პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. 

„ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. ეს ცვლილება სიმყარეს შესძენს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ 2 წლის წინ და რომელიც ადგენს ევროპული ტიპის, ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. თითოეული ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ვართ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანაავტორები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics