09:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 21:12:17, 2419 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: კერძო კომპანიები სახელმწიფოსგან საექსპორტო გარანტიებს მიიღებენ

„კერძო კომპანიები სახელმწიფოსგან საექსპორტო გარანტიებს მიიღებენ და ამისათვის საექსპორტო დაფინანსების ინსტიტუტი შეიქმნება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, დაგეგმილი ღონისძიებებით ქვეყანაში ტურიზმით შემოსულობები წახალისდება. 
„ ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გარშემო ეკონომიკური სიტუაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ვაფასებთ ამ გავლენას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე.  ასევე დავსახეთ მომავლის ძალიან კარგი ნაბიჯები.  ექსპორტის წახალისების მიმართულებით  სპეციალურ ინსტიტუტს ვქმნით  და სახელმწიფოს მხრიდან  კერძო კომპანიებზე საექსპორტო გარანტიების გაცემა იქნება.შეიქმნება საექსპორტო დაფინანსების ინსტიტუტი . აქ საუბარი არ არის შორეულ პერსპექტივაზე, ეს  ძალიან ახლო პერსპექტივაში იქნება. ასევე, დავსახეთ ძალიან სწრაფი ზომები, იმისათვის, რომ მინიმალურ დროში მოხდეს ტურიზმიდან შემოსულობების წახალისება და ამაზეც გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა“– აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics