|
2020-06-19 18:24:23, 1326 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი - ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ, რათა ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს
ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავათ იმისა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან მმართველ გუნდს 7 ხმა ექნება, მთავრობის პასუხისმგებლობაში ეჭვი ეპარება. „ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ არა რაღაც დათქმებით და გამოთქმებით, არამედ მხარს დავუჭერთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს და თქვენი სისუსტის გამო არ მივცემთ პროვოკატორებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყნის სტაბილურობა არ უნდათ, საშუალებას, რომ ეს ტყუილის კასკადი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნის მომავალს. მიუხედავად იმისა მე მომწონს თუ არა ეს შეფარდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სიტყვა უნდა შესრულდეს და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი. ამ ქვეყანაში მინიმალურად რომ შევამციროთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან სხვადასხვა განზრახვის განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი გავიდეს. უბრალოდ მაინტერესებს, დღეს თქვენ რამდენად იღებთ პასუხისმგებლობას, რომ როგორც მაშინ დავდექით ახალი რეალობის წინაშე, ისე რაღაც ახალი რეალობის წინაშე არ დაგვაყენებთ, როდესაც ეს საკითხი გავა კვირას? ჩვენი ფრაქციიდან 7 ხმა გვაქვს, რაც ჩვენი შესაძლებლობაა,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)