|
2020-06-19 12:49:36, 1391 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ, შესაძლოა, არაპოლიტიკური ფიგურები წარადგინოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ, შესაძლოა, არაპოლიტიკური ფიგურები წარადგინოს. მისი თქმით, დღეს კიდევ ორ ოლქზე საკუთარ კანდიდატებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს. „რატომ 4 კანდიდატი და არა 6? რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილიში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ამიტომ ორი ადგილი დარჩა ღია ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოაგდოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა და ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი და არამხოლოდ პოლიტიკური სურათი თბილისის არჩევნებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დედაქალაქში მაჟორიტარების საკითხს განიხილავენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)