23:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 17:30:09, 1197 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას 113-ზე მეტი დეპუტატი აპირებს, კანონპროექტის მიღებას პრობლემა არ შეექმნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას 113-ზე მეტი დეპუტატი აპირებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის მიღებას პრობლემა არ შეექმნება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ელჩებს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუ რამდენი ხმა არის მობილიზებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო და ვფიქრობ, რომ არ შეექმნება პრობლემა ამ პროექტის მიღებას. დღეს 113-ზე მეტ დეპუტატს აქვს დადასტურებული ამ პროექტის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, განწყობა არის პოზიტიური და კვირას ჩვენ ველოდებით ამ პროექტის სრულ მხარდაჭერას.

რადიკალური ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. ეს არ არსი სწორი და ბუნებრივია, ამით ისინი საკუთარ თავს მიაყენებენ პირველ რიგში ზიანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics