12:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:51:57, 1535 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ხელისუფლებაზე - როდესაც მტრული სახელმწიფოს საჯარო განცხადებებს არ ეხმაურებიან და ტალახს შიგნით ისვრიან, მტრის პროპაგანდას ეხმარებიან

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება მტრული სახელმწიფოს საჯარო განცხადებებს არ ეხმაურება და ტალახს შიგნით ისვრის, მტრის პროპაგანდას ეხმარება.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით სრული ბოდვაა.

„ეს არის გაგრძელება ამ უაღრესად საზიანო, მავნებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკურად დანაშაულებრივი ხაზის. როდესაც შენ გაქვს საფუძველი, გაქვს საჯარო განცხადებები მტრული სახელმწიფოსი და ამას კი არ ეხმიანები, ტალახს შიგნით ისვრი. ამით ეხმარები მტრის პროპაგანდას და რისკს უზრდი მომავალში ყველა საქართველოს მოქალაქეს. არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ ყველას. გაბუნიას დაცვა არის ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულება. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება არის, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, ვინც ბედავს ასეთ რაღაცას მას ჰქონდეს რაღაც შემაკავებელი. გასაგებია იძახიან, რომ გამოძიების დასრულებას ველოდებითო, მაგრამ მაშინ რატომ იშვერენ ხელს შიგნით ოპონენტებისკენ? საჯარო განცხადებები მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლის რეაქციას ვერ მივცემი, ეს რა ბოდვაა. აბა რაზე უნდა მიცეს პრეზიდენტმა რეაქცია?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics