|
2020-06-17 21:53:14, 1376 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმ დონეზეა, რომ პუტინი კი არა, კადიროვი არ გააღიზიანონ იმაზე ზრუნავენ
ხელისუფლება იმ დონეზეა, რომ პუტინი კი არა, კადიროვი არ გააღიზიანონ იმაზე ზრუნავენ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მზგავსი ქმედება ამორალიზმი და უზნეობაა. „ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, სახელმწიფოებრიობის გაგება, შეუძლებელია ამ ფაქტის თაობაზე რაღაც დონეზე პოლიტიკური პროტესტი რუსეთის მიმართ არ გამოეთქვა. პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ლამის ამ დონეზეა ხელისუფლება დაშვებული. ასე ლაპარაკობს პრეზიდენტით დაწყებული დეპუტატებით გაგრძელებული. ამის გარდა, კიდევ არის ხელის გაშვერა პოლიტიკურ ოპონენტებზე შიგნით. იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლის მხარდაჭერადაც მოიაზრება ის ჟურნალისტი, რომელზეც აპირებდნენ თავდასხმასა და მკვლელობას. სიგიჟეში ვართ. ამას ამორალიზმი ჰქვია და უზნეობა, ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს სცდება, როდესაც შენ პუტინის, კადიროვის სხვა ქვეყნის მტრების ინტერესებს, მათ წინაშე რიდს, შიშს, გნებავთ პოლიტიკურ გათვლას აყენებ უფრო წინ, ვიდრე შენი ქვეყნის მოქალაქის, თუნდაც შენი პოლიტიკური ოპონენტის სიცოცხლეს. ამაზე უარესი რა უნდა ქნა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)