|
2020-06-17 00:56:38, 1705 ნახვა
პოლიტიკა
კადიროვი - ჩემ დავალებას საქართველოს ღრმა სტაგნაციები ვერ გაიგებენ
ჩემ დავალებას საქართველოს ღრმა სტაგნაციები ვერ გაიგებენ, - ამის შესახებ ტელეგრამზე გაავრცელა კადიროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. "ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას შეასრულებს, და თუ დავალება ჩუმადაა შესასრულებელი, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, თქვენი ქვეყნის ღრმა სტაგნაციაში, ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ის თქვენი ტყუილად მოლაპარაკე, რომელიც, როგორც მედიის წარმომადგენელი, ისე პოზიციონირებს, ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას კინწისკვრით გააგდებდა. გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელსაც შეეძლება ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდა. მას ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და საკუთარი გონება წესრიგში მოიყვანოს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება“, - ვკითხულობთ კადიროვის ტელეგრამზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)