21:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 15:04:10, 2242 ნახვა

პოლიტიკა
ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვის პროექტი ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ეკოსისტემის მედეგობის გაძლიერების მიზნით“ ონლაინ შეხვედრის ფორმატში განიხილეს.

ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა.

მინისტრის მოადგილემ გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა პროექტის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება სახელმწიფოს მიერ ტყის სექტორის განვითარების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.

„ტყის სექტორის მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გვაქვს „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერის იმედი. აღნიშნული პროექტი ქვეყანას სათბური აირების ემისიის შემცირებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

პროექტი, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით, ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყის მასივების ნაწილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების ემისიების შემცირებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარებას. მოხარული ვარ ქვეყნის მიერ ტყის სექტორის მდგრადი განვითარების პრიორიტეტად გამოცხადების გამო. მაქვს ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი“, - განაცხადა  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშნა.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი პროფესიული განათლების წახალისებასთან ერთად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და საშეშე მერქნის მდგრადი გამოყენებით, ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

ონლაინ შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიმდინარე წლის მმართველი საბჭოს წევრები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics