11:33 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 17:51:47, 2051 ნახვა

საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა მამაკაცი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.

„ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics