16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:29:34, 1612 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავს განცხადებით, როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, სამთავრობო გუნდმა შემოიჭირა ქამრები.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო სექტორში სახელფასო ხარჯი 60%-ით შემცირდა.

„უდიდესი ეკონომიკაა, 600 მილიონი ლარის, მათ შორის შრომის ანაზღაურების მუხლში მინუს 60% საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც ადეკვატურია. როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, მაგრამ მარტო ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი. ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე დავდექით, ყველაფერი სწორად და ოპერატიულად რომ დავაფინანსოთ, აქედან გამომდინარე ძალიან მალე იქნა ეს გარე დაფინანსება მობილიზებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის ცვლილებები და აღნიშნული პროექტი, საკანონმდებლო ორგანოს დღეს უნდა წარედგინოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics