20:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 23:03:28, 2909 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- უხერხულია ჯარს დაამადლო თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედროების წახალისების საკითხს კვლავ შეეხო. როგორც ირაკლი ღარიბაშილი განმარტავს, სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმად ითვლება და თუ როგორ დახარჯავს თანხებს, ეს თავად იცის. „მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც ვხარჯავ.  ძალიან კარგად ვიცი, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან წასახალისებელ საჩუქარზე გადაწყვეტილება დეკემბრის თვეში მიიღო, როცა პანდემია ჯერ დაწყებულიც არ იყო. „თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით 250 000 ლარი. ცნობილ ქართველ დიზაინერს ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც გამორჩეულია თავის კრეატიულობით, ნიჭით, ვთხოვე, კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შექმნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა ემოციური „ფეისბუქპოსტი“ და მინდა, მას ასეთი გულწრფელობისთვის მადლობა გადავუხადო. ასე მოხდა შესყიდვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics