20:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 15:29:12, 2281 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ის პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება.

ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა თბილისში მაჟორიტარადაც იყაროს კენჭი.

„მე ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული როგორც „ევროპული საქართველოს“ პირველი ნომერი პარტიულ კამპანიაში და პროპორციულ ნაწილში და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ, შეთანხმების შემთხვევაში, ვიყო ასევე თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შესაძლოა მაჟორიტარად კენჭი იყაროს, თუმცა ბოკერია არ აკონკრეტებს რომელ ოლქში განიხილავს მის კანდიდატურას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics