|
2020-06-07 21:43:31, 2292 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა
სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილის მეორე და მესამე მიკრორაიონებში მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მათივე ცნობით, მეორე მიკრორაიონში გახოკიძის ქუჩიდან ალექსიძის ქუჩამდე და მესამე მიკრორაიონში N312 კორპუსიდან N179 საჯარო სკოლამდე ჯამში, 28 950 კვ.მ ფართობზე, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა. „პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 18 200 კვ.მ ფართობზე, ხოლო მესამე მიკრორაიონში 10 750 კვ.მ ფართობზე ხდება. ტერიტორიაზე განთავსდება ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, საბაღე სკამები და ურნები. მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ქვებით მოპირკეთდება, კიბეებზე მოეწყობა სპეციალური პანდუსი შშმ პირთათვის. ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით გამწვანდება 12 700 კვ.მ ფართობი ტერიტორია. პროექტების შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 544 316 ლარი გამოიყოფა. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ქართლი“ ასრულებს. რეკრეაციული სივრცეები მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)