10:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 16:56:59, 4770 ნახვა

რეგიონი
ბოლნისს სულ მალე კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება

ქალაქ ბოლნისს სულ მალე კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება - ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა სულ მალე მოგვარდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის პირველ ეტაპზე ქუჩაში არსებული დაიზანებული კედლებისა და ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. აღსანიშნავია, რომ წინა წელს კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოწესრიგდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში მერაბ კოსტავს მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციაც იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics