19:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 20:12:00, 3580 ნახვა

კომენტარი
კობერიძე - როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები იმ მაგიდასთან, სადაც „ნაცმოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, „ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის შეთავაზებას გამოეხმაურა.
 
ლევან კობერიძის თქმით, არსებობს გარკვეული სახის წითელი ხაზები, მათ შორისაა გაერთიანებული ოპოზიცია და  მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ორპოლუსიანობის ნათელი მაგალითია და ის არასდროს შეუერთდება.

„როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები იმ მაგიდასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი! ჩემთვის ეს ორპოლუსიანობა არის წითელი ხაზი. ჩემი ამოცანაა, ისეთ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" გაწევს პოლიტიკიდან!" - განაცხადა კობერიძემ.

 მისი თქმით, იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობაა" მისი ადგილი არ არის და ის, აზრი, რომ  ყველა ოპოზიციური პარტია თუ დამოუკიდებელი დეპუტატები ერთად შეიკრიბონ და ასე მოიპოვონ გამარჯვება არჩევნებში, ორპოლუსიანობის ნარატივია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics