10:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 17:06:39, 3510 ნახვა

ეკონომიკა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმოებას აორმაგებს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმატებით ახორციელებს წლის დასაწყისში გამოცხადებულ წარმოების გაფართოების 30 მილიონ დოლარიან პროექტს. გუშინ ქარხანამ მიიღო ყველაზე თანამედროვე ტიპის ელექტროფოლადსადნობი ღუმელი და სხვა კომპონენტები. ამჟამად მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი და ახალი საამქრო წლის ბოლომდე გაეშვება.

წარმოების გაფართოება ძირითადად დაკავშირებულია უნაკერო მილების დამზადებასთან, რომელიც საექსპორტo პროდუქციაა და დამატებით სარგებელს მოუტანს, როგორც კომპანიას, ისე ქვეყანას. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უკვე წლებია აწარმოებს უნაკერო მილების ექსპორტს ევროპასა და ამერიკაში და ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე მასიურად გასულა საქართველოდან.

კომპანიაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვით საკითხებს. ამ მხრივ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წამყვანი კომპანიაა რეგიონში და მისი წარმოება სრულად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო სტანდარტებს.

ამჟამად კომპანიაში 1500 თანამშრომელია დასაქმებული,  ახალი ელექტროფოლადსადნობი ღუმელის გაშვების შემდეგ იგეგმება დასაქმებულების რაოდენობის გაზრდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics