|
2020-06-01 16:46:20, 1208 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა. ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას. „აქ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადგილი გვენახა და ამ ბავშვების მდგომარეობას გავცნობოდით. ჩვენ მივულოცეთ მათ ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე და ნამდვილად ვართ კმაყოფილები იმ პირობებით რომელიც აქ დაგვხვდა. ბავშვთა სოფლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ნამდვილად საუკეთესო პირობებს აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტად რჩება ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვებისთვის ყველა საჭირო ის პირობა, რომელიც მათ ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებისათვის სერვისის მიწოდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)