|
2020-06-01 12:47:21, 1318 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - მოქალაქეებისგან მოვითხოვთ მკაცრად დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა
მოქალაქეებისგან მოვითხოვთ მკაცრად დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მისივე უწყებებთან ერთად ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს. „დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავის უწყებასთან ერთად გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის და ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების. ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იგივე ინტენსიობით. ჩვენი მოქალაქეებისგან მოვითხოვთ იყოს მკაცრად დაცული ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული. მხოლოდ მსგავსი ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)