16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 11:03:30, 1508 ნახვა

სამართალი
ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი უძღვებოდა.

„შეხვედრაზე მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო რეფორმის სწორი იმპლემენტაციის მიზნით, სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას ჯეროვნად მოემზადოს რეფორმის განხორციელებისთვის.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი, შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს, რათა თანდათანობით შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის და დაცულ იქნას ბალანსი საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას.

აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეულ იქნა ექსპერტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოცემული დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics