22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 15:08:32, 1288 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" და მის პოლიტიკურ მეგობრებს არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ პოზიტიური შედეგი აჩვენა

„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და  მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ  კოვიდთან ბრძოლის  გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგებით გავედით ამ ფონს", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის რეჟიმში ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც  უფრო მეტი გამოცდილება და რესურსი ჰქონდა,  როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ფინასურად, საკმაოდ მძიმე შედეგები მიიღეს.

„ჩვენს ოპონენტებს ეს არ მოწონთ იმიტომ, რომ მათ ეს შედეგი აშინებთ. მოდის არჩევნები და ნებისმიერი წარმატებული საქმე, თუნდაც ეს წარმატება  მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე  გადიოდეს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ. მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური სარგებელია. ისინი სიკეთეს ვერ დაინახავენ, რადგან არ სურთ ამის დანახვა", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics